1. რა არის NISHA?
NISHA არის ქართული ხელნაკეთი ნივთების ონლაინ სივრცე. პლატფორმა აერთიანებს როგორც ქართველ ხელოვანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი უნიკალური ნიშა იპოვონ ბაზარზე, ასევე ხელნაკეთი ნივთების მოყვარულებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ნიშა შეავსონ იმ სიყვარულით, რომელსაც თითოეული შექმნილი პროდუქტი ატარებს.
2. როგორ შევიძინო პროდუქტი NISHA-ზე?
აირჩიეთ სასურველი პროდუქტი, დაამატეთ კალათაში, შეავსეთ შეკვეთის დეტალები და დაადასტურეთ შეკვეთა. შეკვეთის ინფორმაცია ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ. პროდუქტის შესაკვეთად დარეგისტრირება აუცილებელი არ არის.
3. როგორ გავყიდო ჩემი პროდუქცია NISHA-ზე?
NISHA-ზე პროდუქციის გასაყიდად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გამყიდველად, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, ნიშას ადმინისტრაცია, მალევე განიხილავს და დადასტურების შემდეგ თქვენ შეძლებთ თქვენი ნამუშევრების დამატებას. გისურვებთ წარმატებებს.
4. ვინ უზრუნველყოფს მიტანის სერვისს?
მიტანის სერვისი შეიძლება უზრუნველყოს როგორც გამყიდველმა მაღაზიამ, ისე NISHA-მ, ეს დამოკიდებულია შეთანხმების პირობებზე მაღაზიასა და NISHA-ს შორის. ამიტომ მიტანის პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს თითოეული შეკვეთისთვის. მაღაზიის ინდივიდუალური მიტანის პოლიტიკა შეგიძლიათ ნახოთ მაღაზიის პირად გვერდზე, ხოლო NISHA-ს ზოგადი მიტანის პოლიტიკა, ფუტერში მდებარე მიტანის პოლიტიკა განყოფილებაში.
5. როგორ დავუკავშირდე NISHA-ს?
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კონტაქტის გვერდის ფორმით ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: nishamarketplace@gmail.com. ასევე შესაძლებელია დაგვიკავშირდეთ სოციალური ქსელების მეშვეობით.