1. როგორ მუშაობს მიტანა
მიტანის სერვისი შეიძლება უზრუნველყოს როგორც NISHA-მ, ისე თავად გამყიდველმა მაღაზიამ. მიტანის პირობები დამოკიდებულია პროდუქტზე, მაღაზიაზე, მდებარეობასა და არჩეულ მიტანის ტიპზე. კონკრეტული მიტანის პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს თითოეული შეკვეთისთვის.
2. მიტანის ტიპები
NISHA-ზე შესაძლებელია რამდენიმე ტიპის მიტანის არჩევა, ხელმისაწვდომობის მიხედვით:
- სტანდარტული მიტანა — ძირითადი მიტანის ვარიანტი, რომელიც მოიცავს 1 ან 2 დღიან მოცდას, თუ არ ემთხვევა სადღესასწაულო პერიოდი როცა შეკვეთები შეიძლება იყოს სტანდარტულზე ბევრად მეტი, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია პროდუქტის დამზადების და მიტანის დაგვიანება. ამის შესახებ აუცილებლად დაიწერება კონკრეტული მაღაზიის პირად გვერდზე.
- სწრაფი მიტანა — ხელმისაწვდომია:
- მხოლოდ მზა პროდუქტებისთვის,
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიტანას უზრუნველყოფს NISHA,
- მხოლოდ თბილისის მასშტაბით.
- მხოლოდ დროის კონკრეტულ შუალედში, დილის 10:00-დან საღამოს 20:00 საათის ჩათვლით უნდა მოხდეს შეკვეთის გაფორმება. და პროდუქტს მიიღებთ შეკვეთის გაფორმებიდან 2-3 საათის შუალედში.
- დაგეგმილი მიტანა — მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მიტანის თარიღი და დრო, თუ ეს ვარიანტი ხელმისაწვდომია კონკრეტული შეკვეთისთვის. დაგეგმილი მიტანა არ შეიძლება იყოს სწრაფი, უნდა მოიცავდეს პროდუქტის დამზადების დროს, თუ პროდუქტი მზა არის უნდა ითვალისწინებდეს 1-2 დღიან შუალედს. დაგეგმილი მიტანით პროდუქტი იმავე დღეს არ ბარდება მყიდველს. დაგეგმილი მიტანის სერვისს ახორციელებს NISHA, თუ მაღაზიას საკუთარი მიტანის სერვისი აქვს, ამ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ სტანდარტული მიტანის სერვისით სარგებლობა.
3. გამყიდველის მიერ ორგანიზებული მიტანა
ზოგიერთი მაღაზია მიტანის სერვისს თავად უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში ხელმისაწვდომია მხოლოდ სტანდარტული მიტანა.
გამყიდველის მაღაზიის ინდივიდუალური მიტანის პირობები შეიძლება მითითებული იყოს მისი მაღაზიის გვერდზე.
4. შეკვეთით დამზადებული პროდუქტები
ზოგიერთ ხელნაკეთ ან ინდივიდუალურად დამზადებულ პროდუქტს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი მომზადების დრო. ასეთ პროდუქტებზე სწრაფი მიტანა ხელმისაწვდომი არ არის.
მიტანის შესაძლო დრო განისაზღვრება პროდუქტის მომზადების პერიოდისა და არჩეული მიტანის პირობების მიხედვით.
5. მიტანის ღირებულება
მიტანის ზუსტი ღირებულება გამოითვლება ყიდვის პროცესში. ფასი შეიძლება დამოკიდებული იყოს მიტანის მისამართზე, არჩეულ მიტანის ტიპზე, პროდუქტზე, გამყიდველსა და მაღაზიის მიტანის პარამეტრებზე.
თუ მიტანას თავად გამყიდველი უზრუნველყოფს, გამყიდველის ინდივიდუალური პირობები შეიძლება მითითებული იყოს მისი მაღაზიის გვერდზე.
6. შერეული კალათა
თუ კალათაში არის პროდუქტები როგორც NISHA-ს მიერ მართული მიტანით, ისე გამყიდველის მიერ მართული მიტანით, სწრაფი და დაგეგმილი მიტანა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ამ შეკვეთისთვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა მაღაზიის პროდუქტების განცალკევებულად ყიდვა, რათა არ მოხდეს მიტანის პირობების გადაფარვა.
7. მომხმარებლის პასუხისმგებლობა
მომხმარებელი პასუხისმგებელია სწორი საკონტაქტო ინფორმაციის, ტელეფონის ნომრისა და მიტანის მისამართის მითითებაზე. არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემთხვევაში მიტანა შეიძლება შეფერხდეს, ასეთ შემთხვევაში NISHA არ იღებს ამას საკუთარ პასუხისმგებლობად.
8. შეფერხებები და მიტანის პრობლემები
მიტანის დრო არის სავარაუდო და შეიძლება შეიცვალოს პროდუქტის მომზადების დროის, ამინდის, კურიერის დატვირთვის, გამყიდველის ხელმისაწვდომობის ან არასწორი მისამართის გამო.
თუ მიტანასთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემა, შეკვეთა იგვიანებს ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე nishamarketplace@gmail.com.
9. კონტაქტი
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კონტაქტის გვერდის ფორმით ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: nishamarketplace@gmail.com. ასევე შესაძლებელია დაგვიკავშირდეთ სოციალური ქსელების მეშვეობით.