NISHA ხელნაკეთი ნივთების ონლაინ სივრცე

NISHA არის ქართული ხელნაკეთი ნივთების ონლაინ სივრცე. პლატფორმა აერთიანებს როგორც ქართველ ხელოვანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი უნიკალური ნიშა იპოვონ ბაზარზე, ასევე ხელნაკეთი ნივთების მოყვარულებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ნიშა შეავსონ იმ სიყვარულით, რომელსაც თითოეული შექმნილი პროდუქტი ატარებს.

ჩვენი მისიაა, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ ხელოვანებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი ნიჭისა და გატაცების სტაბილურ ბიზნესად და შემოსავლად ქცევა.
ნიშა აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე შემოქმედებს, რომლებიც უნიკალურ, ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან — ვქმნით ორგანიზებულ და ხარისითიან სივრცეს, სადაც ხელოვანებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიასთან გაზიარება.

პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ აღმოაჩინონ გამორჩეული და განსაკუთრებული ხელნაკეთი ნივთები საკუთარი თავისთვის ან საყვარელი ადამიანებისთვის.
ერთიანი და მარტივად გამოსაყენებელი ბაზრის შექმნით, ნიშა ახალ კავშირს ქმნის მწარმოებლებსა და მათ ხელოვნების მოყვარულებს შორის.
ნიშაზე შეგიძლია
მეტ ადამიანს გააცნო საკუთარი ნიჭი და შემოქმედება.
აღმოაჩინო უნიკალური ხელნაკეთი ნივთები
მხარი დაუჭირო ქართველ ხელოვანებსა და ქართულ შემოქმედებას.





